ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენი
ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენი საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემაა. ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენის მიზანია ფინანსური სტაბილურობის ანალიზის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. იგი წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის დამატებით ინსტრუმენტს და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის კუთხით მიღებული რიგი გადაწყვეტილებების ანალიტიკურ შეფასებას. ბიულეტენი ხელს უწყობს გამჭვირვალობის ამაღლებასა და ინფორმირებული საჯარო დისკუსიის წახალისებას ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე.
ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენი ემსახურება რისკების შეფასებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, უძრავი ქონების ბაზარზე, არაფინანსურ კომპანიებსა და შინამეურნეობებში, საგარეო სექტორსა და საბანკო სისტემაში. გარდა ამისა, იგი მოიცავს სხვა აქტუალურ თემებსაც, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობაზე. მათ შორისაა მაკროპრუდენციული პოლიტიკის ეფექტიანობის მიმოხილვა, სცენარების ანალიზი და სხვა.
ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენის განახლების სიხშირე თემატიკის აქტუალურობისა და საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.