სესხის გამცემი სუბიექტის შპს „იუნაითედ კაპიტალი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405477452) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    სესხის გამცემი სუბიექტის შპს „იუნაითედ კაპიტალი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405477452) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. ხოლო, სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2021 წლის 21 ოქტომბერს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ დაიწყებს საქმიანობას, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა, საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციიდან ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2025 წლის 28 იანვარს, შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „იუნაითედ კაპიტალი“-ს მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;


    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას თითოეულ ფაქტზე 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - სულ 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;


    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ რისკის შესაბამისად ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების თაობაზე ნებართვის მიუღებლობის (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;


    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში - სულ 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;


    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ფაქტთან მიმართებაში - სულ 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;


    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.


    სესხის გამცემი სუბიექტი შპს „იუნაითედ კაპიტალი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405477452) დაჯარიმდა ჯამში 18,000 (თვრამეტი ათასი) ლარით.