წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.