✔️ #IMFMeetings | International Monetary Fund-ისა და World Bank-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
✔️ შეხვედრა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.
✔️ ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს ქალთა გაძლიერების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
🌐 ვრცლად - bit.ly/NBGSpringMeetings2025
#WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia
🇺🇸 #IMFMeetings | International Monetary Fund-ისა და World Bank-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ Federal Reserve Bank of New York-ის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
👉 მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული გამოწვევები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უწყვეტ ძალისხმევას.
🤝 ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობა.
🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-NewYorkFed
#WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia
🇬🇪 🤝 🇸🇦 ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს. ნინო ჯელაძემ კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი. ტალალ ალჰუმუდმა, თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-Saudi-Central-Bank-2025
البنك المركزي السعودي - ساما
✔️ #IMFMeetings | International Monetary Fund-ისა და World Bank-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, ბო ლის ხელმძღვანელობით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან შეხვედრა შედგა.
✔️ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
✔️ შეხვედრისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მაკროეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა.
#WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia
✔️ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ International Monetary Fund-ის საუდის არაბეთის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
✔️ ფორუმის ფარგლებში, ცენტრალური ბანკების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველობის და ინსტიტუციურ ჩარჩოებზე.
✔️ ნინო ჯელაძე ასევე მონაწილეობდა დისკუსიაში, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა, გლობალური ფინანსური არასტაბილურობის ფონზე, ეფექტური რისკის მართვის ჩარჩოების საჭიროება მიმოიხილეს.
✔️ როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ცენტრალურ ბანკებს გადამწყვეტი როლი აქვთ ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაში. მან ხაზი გაუსვა, გლობალური ფინანსური გამოწვევების საპასუხოდ, ცენტრალურ ბანკებს შორის ინსტიტუციური დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
🌐 ვრცლად - bit.ly/IMF-Nino-Jeladze
💬 "მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვის სფეროში სათანადო ადგილის დამკვიდრება შეძლო წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის", - ნათია თურნავა.
✔️ სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა World Bank-ის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელს, რობერტ ლუკასს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.
✔️ მხარეებმა ცენტრალური ბანკების რეზერვების დაგროვებისა და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
✔️ RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ ლუკასმა შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-RAMP-2025
#IMFMeetings #WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia
⭕️ #IMFMeetings | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პირდაპირი ჩართვა „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან 🇺🇸
#WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia
✔️ #IMFMeetings | ვაშინგტონში, International Monetary Fund-ისა და World Bank-ის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლის შეხვდა.
✔️ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას. სსფ-ის სახელით მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმის კუთხით.
✔️ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
🌐 ვრცლად - bit.ly/WBGMeetings-2025
#WBGMeetings #SpringMeetings #NationalBankofGeorgia