მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაბამისი დანართის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - Non-Banking@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 15 მაისის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.