საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილებაში
დეპარტამენტი: იურიდიული დეპარტამენტი
განყოფილება: სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 2
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ამ პროცესში, იურიდიული დეპარტამენტი დამხმარე დეპარტამენტის ფუნქციას ასრულებს, რაც გულისხმობს არსებული სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მხარდაჭერას და შესაბამისად საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს.
სტაჟირების შესახებ: იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვის განმავლობაში შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაონ შემდეგ საკითხებზე:
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის შედეგად სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორში იურიდიული მიმართულებით კარიერული განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ:
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
მოთხოვნები:
კომპეტენციები და უნარები:
საკანონმდებლო ბაზა:
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
მეორე ეტაპი:
წერითი დავალების თემატიკა: ცენტრალური ბანკის მანდატი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მესამე ეტაპი
შენიშვნა: სტაჟირების მაქსიმალური ვადაა 6 თვე.
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 11 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილებაში“
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.