სტაჟირების კონკურსი საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილებაში

    საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს საანგრიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილებაში:

    გამოქვეყნდა:28 აპრილი
    ბოლო ვადა:08 მაისი

    დეპარტამენტი: საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტი

    განყოფილება: საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილება

    პოზიცია: სტაჟიორი

    შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 1

     

    ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

    სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით

    დეპარტამენტის ამოცანებია: საზედამხედველო მიდგომების შემუშავება, აღსრულება და განახლება, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისად. ფინანსურ სისტემაში ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების კორპორაციული მართვის, ჯგუფის სტრუქტურის, კაპიტალის ადეკვატურობის, საანგარიშგებო პოლიტიკის შეფასება-ანალიზი. კომერციული ბანკების და მიკრობანკების ლიცენზიის მიღების მსურველი პირების განცხადებების განხილვა.

    საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობებია:

     

    • ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკების, მიკრობანკების მიერ ზოგადი ფინანსური და საზედამხედველო ანგარიშგების ხარისხის რისკის შეფასება, IFRS სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი;
    • საზედამხედველო და ზოგადი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მიღებული პრაქტიკების მოკვლევა და ანალიზი;
    • ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკების, მიკრობანკების საზედამხედველო ანგარიშგების ჩარჩოს პერიოდული განვითარება, ადგილობრივი საჭიროებებისა და ევროპის საანგარიშგებო ჩარჩოს შესაბამისად;
    • ზედამხედველობის პროცესში, აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით საკითხების მოკვლევა, ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
    • გარე აუდიტორებთან და გარე აუდიტორების ზედამხედველ ორგანოებთან კომუნიკაცია.

     

    სტაჟირების შესახებ: საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პერიოდის განმავლობაში შეიძინონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება საფინანსო სისტემაში არსებული ფინანსური ინსტიტუტების საანგარიშგებო და საზედამხედველო საკითხებზე.

     

    სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

    • გაეცნოს საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას;
    • კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
    • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
    • დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად.

     

    სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

    • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით;
    • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Excel - კარგად; MS Outlook - კარგად; MS PowerPoint -კარგად; MS Word - კარგად.

     

    კომპეტენციებისა და უნარები:

    • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    • პრობლემების გადაჭრის უნარი;
    • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
    • ემოციური გაწონასწორებულობა;
    • კომუნიკაბელურობა;
    • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
    • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.

     

    სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

    პირველი ეტაპი:

    • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

    მეორე ეტაპი:

    • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ.

    წერითი დავალების თემატიკა:

    • IFRS სტანდარტები;
    • ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები;
    • ფინანსური მენეჯმენტი.

    მესამე  ეტაპი:

    • გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

     

    კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

     

    სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით  ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

    • რეზიუმე (CV)
    • რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილება“.

    შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
    3. ერთი ელექტრონული ფოტო.

     

    გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.