ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
07.12.1978
2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით (მაგისტრთან გათანაბრებული).
2006 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის სოციალურ-პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით (მაგისტრთან გათანაბრებული).
2001 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით.
2025 წლის 10 თებერვლიდან - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
2025 წლის თებერვლიდან - 2032 წლის თებერვლამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2024-2025 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2022-2023 წწ. კონსულტანტი, კერძო პრაქტიკა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საოპერაციო რისკების მართვის და რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებზე).
2017-2021 წწ. სს პროკრედიტ ბანკი საქართველო, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და შესაბამისობის განყოფილების უფროსი.
2015-2017 წწ. პროკრედიტ ჰოლდინგი, გერმანია, ფრანკფურტი, საოპერაციო რისკების მენეჯერი.
2014-2015 წწ. სს პროკრედიტ ბანკი საქართველო, საოპერაციო რისკების მენეჯერი.
2006-2014 წწ. სს პროკრედიტ ბანკი საქართველო, ფილიალის მმართველი (სხვადასხვა ფილიალები, მათ შორის ცენტრალური ფილიალი).
2004-2005 წწ. სს პროკრედიტ ბანკი საქართველო, კლიენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი.
2003 წ. სს პროკრედიტ ბანკი საქართველო, ანგარიშების მენეჯერი.